რეზონანსი
26.02.2026

ქობულეთში, ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო დაშავდა - ერთი. შემთხვევა შემოვლით გზაზე დილით ადრე მოხდა. ერთმანეთს ავტობუსი და სატვირთო შეეჯახა.

გარ­დაც­ვლი­ლე­ბი არი­ან ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცე­ბი, რომ­ლე­ბიც ავა­რი­ის დროს ავ­ტო­ბუს­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. და­შა­ვე­ბუ­ლია სატ­ვირ­თო ავ­ტო­მო­ბი­ლის მძღო­ლი, ის კლი­ნი­კა­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი. და­შა­ვე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მო­ქა­ლა­ქეა. შემ­თხვე­ვა დღეს დი­ლით მოხ­და.

დაშავებული უცხო ქვეყნის მოქალაქე ქობულეთის სამედიცინო ცენტრშია გადაყვანილი. არსებული ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

მომხდარის გამო ქობულეთის შემოვლითი გზის ნაწილი საპატრულო ეკიპაჟებს დროებით გადაკეტილი აქვთ და გადაადგილება ავტომობილებს ძველი გზით უწევთ.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×