რეზონანსი
25.02.2026

ტელეკომპანია "იმედს" სამეთვალყურეო საბჭოს წევრები ტოვებენ.  განცხადება საჯარო რეესტრში დღეს შევიდა.

ბრიტანული სანქციებიდან მეორე დღეს სამეთვალყურეო საბჭოდან გასვლის თხოვნით, დირექტორს მიმართა ირაკლი რუხაძემაც.  

უფრო კონკრეტულად: 25 თებერვალს სამეთვალყურეო საბჭოს დატოვების შესახებ რუხაძის გარდა,  რეესტრში დღეს სამეთვალყურეო საბჭოს კიდევ სამმა წევრმა წარადგინა განცხადება: გიორგი ბახტაძემ,  გიორგი კალანდარიშვილმა (სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე) და დავით შონიამ. სამეთვალყურეო საბჭოში მხოლოდ „იმედის“ დირექტორი მაკა ლომიძე რჩება.

ოთხივე განცხადება რეესტრში ერთმანეთის მიყოლებით დარეგისტრირდა. იქ წერია, რომ პოსტების დატოვების გადაწყვეტილება მფლობელის შეცვლის გამო მიიღეს.

ცნობისთვის, მფლობელი შეიცვალა 20 დღის წინ,  გადადგომის შესახებ  განცხადებები კი დაწერეს,   ბრიტანული სანქციებიდან მეორე დღეს. 

ირაკლი რუხაძემ "იმედის" გაყიდვის შესახებ განცხადება 6 თებერვალს გაავრცელა. ტელეკომპანია „იმედი“ 1000 ლარად გაიყიდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×