რეზონანსი
25.02.2026

საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, სასურსათო პროდუქციის ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესების განხილვა სადისტრიბუციო კომპანიების მონაწილეობით მიმდინარეობს.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "ხალხის ძალის" წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა, შპს "ბიდი კომპანის" წარმომადგენელს, დიმიტრი მესხიშვილს, კითხვით მიმართა - ადასტურებს თუ არა ის, რომ ქსელების მხრიდან სადისტრიბუციო კომპანიებს აკრძალული აქვთ ე.წ. ტრადიციულ მაღაზიებთან განსხვავებულ ფასებში სავაჭრო ურთიერთობები.

მესხიშვილის განმარტებით, აკრძალული არაფერი აქვთ, თუმცა, არსებობს თამაშის წესები, რომლებსაც იცავენ ქსელებთან ურთიერთობის გაფუჭებისგან თავის არიდების მიზნით, შესაბამისად, დაწესებულია ერთი საბაზო ფასი.

"აკრძალული არაფერი არ გვაქვს, არის უბრალოდ რაღაც თამაშის წესები გაწერილი, ქსელები აკეთებენ როგორც ტრადიციული მაღაზიების, ასევე თავიანთი კონკურენტი ქსელების მონიტორინგს და თუ აღმოაჩინეს დარღვევა, რომ დავუშვათ, მე რომელიღაც სხვა ქსელს ან სხვა მაღაზიას მივეცი განსხვავებულ ფასად პროდუქცია, უჩნდებათ კითხვები, შესაბამისად, შეიძლება გაფუჭდეს უერთიერთობა ამ ქსელთან. ამიტომ, ჩვენ ვიცავთ ამ თამაშის წესებს და გვაქვს ერთი საბაზო ფასი", - განაცხადა დიმიტრი მესხიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×