რეზონანსი
25.02.2026

ბრიტანეთმა, რომელიც ლამის დემოკრატიის მსოფლიო შუქურად არის მიჩნეული, „ტვ-იმედსა“ და „პოს-ტვ“-ზე თავდასხმით დაარტყა და ფაქტობრივად ძირი გამოუთხარა, ჯერ კიდევ გარდამავალი დემოკრატიის სტადიაში მყოფ საქართველოში დემოკრატიის ერთ-ერთ დედაბოძს - მედია პლურალიზმს, - წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, ბრიტანეთი შეეცადა თითიდან გამოწოვილი მიზეზებით გაემართლებინა ეს თავდასხმა და საქართველოს მოქალაქეებისთვის წაერთმია ალტერნატიული აზრის და ინფორმაციის გაგების საშუალება და დაეტოვებინა ისინი მხოლოდ ნაც. ტელევიზიების ამარა.

„ბრიტანეთმა, რომელიც ლამის დემოკრატიის მსოფლიო შუქურად არის მიჩნეული, "ტვ-იმედსა" და "პოს-ტვ"-ზე თავდასხმით დაარტყა და ფაქტობრივად ძირი გამოუთხარა, ჯერ კიდევ გარდამავალი დემოკრატიის სტადიაში მყოფ საქართველოში დემოკრატიის ერთ - ერთ დედაბოძს - მედია პლურალიზმს. ბრიტანეთი შეეცადა თითიდან გამოწოვილი მიზეზებით გაემართლებინა ეს თავდასხმა და საქართველოს მოქალაქეებისთვის წაერთმია ალტერნატიული აზრის და ინფორმაციის გაგების საშუალება და დაეტოვებინა ისინი მხოლოდ ნაცტელევიზიების ამარა. ეტყობა ჩათვალა, რომ ასე მაინც ასარგებლებდა მისთვის სასურველ ტელეარხებს, ახლა სიხარულით რომ ხტიან ამის გამო. საზოგადოება აუცილებლად შეახსენებს მათ ამას.

ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის რომ ამ ორ ტელეარხის შეუფერხებლად მაუწყებლობას არაფერი დაემუქროს. ჩვენი დემოკრატიისათვის ნასროლი ეს ტყვია, არც პირველია და სამწუხაროდ, არც უკანასკნელი“, - წერს ანჯაფარიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×