რეზონანსი
25.02.2026

აშშ ნოვოროსიისკის ნავთობტერმინალზე უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული თავდასხმით უკმაყოფილოა და ამის ხაზგასასმელად სახელმწიფო დეპარტამენტმა კიევს ოფიციალური წერილი გაუგზავნა, – ამის შესახებ აშშ-ში უკრაინის ელჩმა, ოლგა სტეფანიშინამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, აშშ-ის უკმაყოფილების მიზეზი ამერიკის ეკონომიკურ ინტერესებზე ზემოქმედება იყო.

სტეფანიშინამ აღნიშნა, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა კიევს ოფიციალური დიპლომატიური შეტყობინება გაუგზავნა, რომლითაც მოითხოვდა, თავი შეეკავებინა „ამერიკულ ინტერესებზე თავდასხმებისგან“.

სტეფანიშინამ განმარტა, რომ დარტყმამ გავლენა მოახდინა ყაზახეთის გავლით განხორციელებულ ამერიკულ ინვესტიციებზე. თუმცა, ელჩმა განმარტა, რომ შეერთებულმა შტატებმა არ შესთავაზა უკრაინას სრულად თავი შეეკავებინა რუსეთში კრიტიკულ და სამხედრო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებისგან.

„ეს განპირობებული იყო იმით, რომ იქ ამერიკის ეკონომიკური ინტერესები დაზარალდა. ჩვენ ეს გავითვალისწინეთ“, – განაცხადა სტაფანიშინამ.

ცნობისთვის, უკრაინამ ნოვოროსიისკში „შესხარისის“ ნავთობტერმინალზე იერიში გასული წლის ნოემბრის ბოლოს მიიტანა. უკრაინული მედიის ცნობით, ობიექტი „ტრანსნეფტს“ ეკუთვნის, მაგრამ მასში ყაზახური ნავთობიც გადის, როგორც კასპიის მილსადენის კონსორციუმის (CPC) ნაწილი და მისი აქციონერი ამერიკული კომპანია „შევრონია“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×