რეზონანსი
25.02.2026

საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი ტელეკომპანიებს “იმედს” და Postv-ის მხარდაჭერას უცხადებს. იგი დარწმუნებულია, რომ “იმედიც” და “პოსტვიც” გაათმაგებული ძალისხმევით გააგრძელებენ თავისუფალი სიტყვის მიწოდებას მათთვის, ვისთვისაც დემოკრატია და სიტყვის თავისუფლება ჯერ კიდევ რჩება უპირობო ღირებულებად.

"ჩემი სოლიდარობა და უპირობო მხარდაჭერა ტელეკომპანიებს: “იმედს” და “პოსტვი”-ს!!! თავისუფალი სიტყვის ჩახშობის სამარცხვინო და ამორალური მცდელობაა დიდი ბრიტანეთიდან ამ მედიასაშუალებების სანქცირება, მცდელობა რომელსაც შედეგი, რა თქმა უნდა, ვერ ექნება!!! ქართველებს ორმაგი სტანდარტი არ გვიკვირს, მაგრამ აქ საკუთარ ძალმომრეობაში რეკორდი დაამყარეს, თუმცა უშედეგოდ და ფუჭად! დარწმუნებული ვარ “იმედიც” და “პოსტვიც” თავიანთი გამორჩეული და მაღალი პროფესიონალიზმით დაჯილდოვებული ჟურნალისტებით გაათმაგრბული ძალისხმევით გააგრძელებენ თავისუფალი სიტყვის მიწოდებას მათთვის, ვისთვისაც დემოკრატია და სიტყვის თავისუფლება ჯერ კიდევ რჩება ცივილიზაციურ არჩევანად და უპირობო ღირებულებად!!!” - წერს მათიკაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×