რეზონანსი
24.02.2026

დღეს, ტელეკომპანია ,,იმედის” მეორედ დარბევა სცადეს… 2007 წლის 7 ნოემბერს დასავლეთისგან გატოტოჩებულმა ნაცმოძრაობამ, ახლა კი - ბრიტანეთის მთავრობამ, - წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი ჩაკვეტაძე, სოციალურ ქსელში.

ჩაკვეტაძე სოლიდარობას უცხადებს “იმედისა” და “პოსტივის” თანამშრომლებს და აღნიშნავს,  რომ დიდი ბრიტანეთის დაწესებულ აბსურდულ და სამარცხვინო სანქციებს ფასი არ აქვს.

"დღეს, ტელეკომპანია ,,იმედის” მეორედ დარბევა სცადეს…

2007 წლის 7 ნოემბერს დასავლეთისგან გატოტოჩებულმა ნაც. მოძრაობამ, ახლა კი - ბრიტანეთის მთავრობამ.

მსგავს აბსურდულ და სამარცხვინო სანქციებს არანაირი ფასი აქვს.

ერთ დროს დემოკრატიის აკვანად წოდებულმა ბრიტანეთის ამჟამინდელმა ხელისუფლებამ, დემოკრატიის ერთ-ერთ მთავარ კერას - მედიას შეუტია საქართველოში.

როგორც ჩანს, მათთვის თანამედროვე ,,ბიბისის” ე.წ. სტანდარტით იზომება მედიის ხარისხი.

სოლიდარობა ,,პოსტივისა” და ,,იმედის” თითოეულ თანამშრომელს - ადამიანებს, რომლებიც სიტყვის თავისუფლების სადარაჯოზე დგანან!” - წერს ჩაკვეტაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×