
ტელეკომპანია "პოს tv"-ის ხელმძღვანელი შალვა რამიშვილი დიდი ბრიტანეთის მიერ "იმედსა" და "პოს TV"-ის დასანქცირებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
"სანქციების ამბავი რომ გავიგეთ, ბაჩო, გური და მე აღსანიშნავად წავედით რესტორანში. გეახელით იმერული ტეხილი ყველი და ჭადი, ხბოს მწვადი კეცზე, წიწილი ისრი-მაყვალში, ნიყვი, ეკალას ფხალი, ქუთაისური ოსტრი. ამას დავაყოლეთ ოცხანური საფერავი. დავლიეთ მშვიდობის, საქართველოს, ჩვენი ტელევიზიის, ყველა კაი კაცის სადღეგრძელოები. მერე გადახდა გვინდოდა ლარებით (აბა ფუნტები წაგვართვეს) მარა რესტორნის მფლობელი ჩვენი ძმაკაცია და დაგვპატიჟა. როგორ განვიცდით ახლა სანქციების ამბავს გასაგებია ხო ქართველებო?" - წერს "პოს TV" -ის 24%-იანი წილის მფლობელი შალვა რამიშვილი სოციალურ ქსელში.
დიდი ბრიტანეთს მთავრობის ცნობით, "იმედსა" და "პოს TV"-ს სანქციები დაუწესდათ, როგორც "რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში ჩართულ ორგანიზაციებს".