რეზონანსი
24.02.2026

„თუ ვინმე შეეჭიდა ჩვენს დედაქალაქში წლობით დაგროვილი პრობლემების დაძლევას ეს იყო მერი კახა კალაძე, მისი გუნდი და მასთან ერთად ჩვენ ყველანი“, - განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძემ დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომაზე მმართველი გუნდის მიერ წინასაარჩევნო დაპირებების შესრულების კომენტირებისას.

„ბევრი მნიშვნელოვანი დაპირება, რომელიც სრულდება, მათ შორის არის კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული პირების საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილების დაპირება“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ და აღნიშნა, რომ ყოველივე ეს არის იმედი თითოეული ადამიანისთვის, რომ ეს კოოპერატიული ბინათმშენებლობა იქნება თუ სხვა ტიპის დაზარალებულების პრობლემების გადაჭრა, შეძლო მხოლოდ და მხოლოდ ამ ხელისუფლებამ.

„მინდა მადლობა გადავუხადო დედაქალაქის მერს, მის გუნდს და თითოეულ თქვენგანს. ეს არ არის უბრალოდ სოციალური გადაწყვეტილება, ეს არის ზრუნვის, პასუხისმგებლობის და ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკის ნათელი მაგალითი. ჩვენი ამოცანაა, მიუხედავად ხმაურისა და წინააღმდეგობებისა, არ გადავუხვიოთ მთავარ გზას - იმ გზას, რომელიც ემსახურება მოქალაქეების კეთილდღეობას“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ საკრებულოს სხდომაზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×