რეზონანსი
24.02.2026

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, სოციალურ ქსელში ეხმიანება გაერთიანებული სამეფოს ელჩის განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ „არავინ სთხოვს საქართველოს გახსნას მეორე ფრონტი - ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველოს შეუძლია შეასრულოს თავისი როლი ევროპულ სანქციებთან შეერთებით".

როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, საქართველოს უკრძალავენ რუსეთიდან ენერგორესურსებისა და სხვა პროდუქციის შესყიდვას ისე, რომ არავითარ დახმარებას ან ალტერნატივას არ სთავაზობენ და არც აინტერესებთ, რა დაემართება ჩვენს ეკონომიკას, ფასებს თუ მოქალაქეთა ცხოვრების დონეს.

"უკრაინაში ომის მეოთხე წლისთავზეც,  საქართველოსთან მიმართებაში ევროპელები ისევ "იქ დგანან" და "სხვანაირად არ შეუძლიათ." 

ელჩი ამბობს, ესაა ჩვენი მთავარი გზავნილი საქართველოსათვის! ანუ გვიკრძალავენ რუსეთიდან ენერგორესურსების და სხვა პროდუქციის შესყიდვას (თავად კარგად ყიდულობენ!), ისე რომ არავითარ დახმარებას ან ალტერნატივას არ გვთავაზობენ. 

არც აინტერესებთ და არც აწუხებთ რა დაემართება ჩვენს ეკონომიკას, ფასებს, მოქალაქეთა ცხოვრების დონეს და კიდევ ბევრ სხვა სფეროს.

ეს კი  იმიტომ ხდება, რომ მთელი ევროპა, როგორც უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სიარტომ განაცხადა, "სამხედრო ფანატიზმით" არის შეპყრობილი და ეტყობა უნდათ, რომ ეს ფანატიზმი ჩვენც გადმოგვედოს“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×