
გუშინ ოკამში მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების ახალი დეტალები გაირკვია კაცი, ვინც ადგილზე გამოძახებულ პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა, ყოფილი ჯარისკაცი, გიორგი შამანაურია. როგორც "ტვ პირველს" უთხრეს, შამანაურმა მის დასაკავებლად მისულ სამართალდამცავებს ცეცხლი იარაღიდან გაუხსნა.
ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ საჭირო გახდა, შეიარაღებული კაცის გასანეიტრალებლად სპეცრაზმი გამოეძახებინა. ორმხრივ სროლამდე შამანაურმა ბიძაშვილი დაჭრა, რომელიც ახლა კლინიკაში იმყოფება.
42 წლისბრალდებული უკვე დაკავებულია. თავდაცვის სამინისტროს ყოფილ თანამშრომელი სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისა და პოლიციელების მიმართ განხორციელებული წინააღმდეგობის ბრალდებით დააკავეს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე და 353-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"ტვ პირველი"