რეზონანსი
21.02.2026

სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების გადამოწმების პროცესი იწყება. გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტროს ეკუთვნის. 2026 წლის მონაცემებით, ბაზაში სულ რეგისტრირებულია 400 ათასამდე ოჯახი. თუმცა, არსებული ინფორმაცია სრულად ვერ ასახავს მოქალაქეთა რეალურ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას. გამოვლინდა ისიც, რომ სოციალურად დაუცველთა ბაზაში მყოფ ათასობით პირს, მაღალი შემოსავალი უფიქსირდებათ. იდენტიფიცირებულია შემთხვევები, როდესაც სოციალური დახმარება ენიჭებათ იმ ოჯახებს, რომლებიც ფაქტობრივად აღარ საჭიროებენ სახელმწიფო მხარდაჭერას. 

ჯანდაცვის მინისტრი უკვე შეხვდა სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელებს და შეხვედრაზე გაიარეს დეტალები და კონკრეტული გეგმაც დასახეს. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, ირინე წაქაძე ამბობს, რომ ოჯახების შეფასების პროცეში დიდი როლი ენიჭება სააგენტოს თითოეულ თანამშრომელს. 

„ოჯახის შეფასების პროცესი არის საკმაოდ კომპლექსური და ამ პროცესში დიდი როლი ენიჭება სააგენტოს თითოეულ თანამშრომელს. განსაკუთრებით სოციალურ აგენტებს, რადგან ეს ის ადამიანები არიან, ვინც უშუალოდ უნდა წარმართოს ეს პროცესი და განსაკუთრებული სიფრთხილით და პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს ყოველი ოჯახის შეფასებას. შეხვედრაც მინისტრის სააგენტოს თანამშრომლებთან სწორედ ამ მიზნის გამოკვეთას ემსახურებოდა და აქვე, ისიც ხაზგასმით აღინიშნა, რომ სამინისტრო, ცხადია, ამ პროცესის უშუალო მონაწილე და მხარდამჭერი იქნება“, - აცხადებს ირინე წაქაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×