რეზონანსი
21.02.2026

ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მსოფლიოს ყველა ქვეყანას 10%-იანი გლობალური ტარიფები დაუწესა. თეთრ სახლში აცხადებენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტის აღმასრულებელი ბრძანება ძალაში 24 თებერვალს შევა.

ჩემთვის დიდი პატივია ოვალურ კაბინეტში ხელი მოვაწერო აღმასრულებელ ბრძანებას ყველა ქვეყნისთვის 10%-იანი გლობალური ტარიფების დაწესების შესახებ, რომელიც თითქმის დაუყოვნებლივ ამოქმედდება“, - წერს დონალდ ტრამპი Truth Social-ზე.

გუშინ, აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები გააუქმა. ტრამპმა სხვადასხვა ქვეყნისთვის 10%-დან 49%-მდე ტარიფების დაწესების შესახებ 2025 წლის 3 აპრილს განაცხადა. სიაში არ იყო რუსეთი. ასევე, ახალი ტარიფები არ ეხებოდა კანადასა და მექსიკას. სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ტრამპმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულია და სასამართლოს ზოგიერთი წევრის გამო რცხვენია. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×