|

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე აკადემიკოს მზექალა შანიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს. როგორც მისალოც ტექსტში პატრიარქი აღნიშნავს, გამორჩეულია მზექალა შანიძის დამსახურება ქართული კულტურული მემკვიდრეობის კვლევისა და ქართველოლოგიის განვითარებაში.
„აკადემიკოს მზექალა შანიძის დაბადების საიუბილეო თარიღი, მართლაც, ღირსშესანიშნავია; 100 წელი ასეთი ნათელი გონებით, ასეთი შემართებით, ასეთი ცოდნით, ერთეულ პიროვნებათა ხვედრია. იგი მამასთან, ბატონ აკაკი შანიძესთან, ერთად დღემდე ითვლება ძველი ქართული ენის უბადლო მცოდნედ და არის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული პიროვნება ბიბლიის ძველქართული ტექსტის დამდგენ მეცნიერთა შორის. გამორჩეულია მისი დამსახურება ქართული კულტურული მემკვიდრეობის კვლევისა და, საერთოდ, ქართველოლოგიის განვითარებაში; ამასთან, ქალბატონი მზექალა იყო და რჩება მრავალ თაობათა აღმზრდელად და თავისი სტუდენტების ყველაზე მკაცრ, სამართლიან შემფასებლად. ბუნებრივია, მას არაერთი ჯილდო და ტიტული აქვს მიღებული; გვახარებს, რომ თავისი შესაძლებლობები მან გელათის მეცნიერებათა აკადემიის სივრცეშიც გამოავლინა და არაერთი სამეცნიერო სტატია და ნაშრომი შექმნა. ქალბატონ მზექალას გულითადად ვულოცავთ დაბადების დღეს და შევთხოვთ ღმერთს მის ჯანმრთელობას, ქვეყნის საკეთილდღეოდ კვლავაც დაუღალავ მოღვაწეობას“, - აღნიშნულია პატრიარქის მისალოც ტექსტში, რომელიც საქართველოს საპატრიარქოს გვერდზე გამოქვეყნდა.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|