რეზონანსი
24.12.2025

გამოცემა The Financial Times-ი წერს, რომ ბრიტანული ტელეარხები ნელ-ნელა კვდებიან. გამოცემის ცნობით, რისკის ქვეშ არიან BBC-ი და Sky News-ი. ბრიტანული ტელეარხები ონლაინ პლატფორმების პოპულარიზაციის ფონზე ახალგაზრდა აუდიტორიას კარგავენ.

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან დაკავშირებული სკანდალის გამო BBC-ის გადამდგარმა გენერალურმა დირექტორმა The Financial Times-ს უთხრა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ფინანსური წნეხის ქვეშაა.

პოლარიზებულ გარემოში BBC-ის უჭირს გლობალურ ტექნოლოგიურ გიგანტებთან კონკურენცია. ბოლო ათწლეულში BBC-ის შემოსავალი თითქმის მესამედით შემცირდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×