რეზონანსი
24.12.2025

სისხლიანი ანგარიშსწორება მძღოლებს შორის - შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1957 წელს დაბადებული მ.ს. ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

უწყების ნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ მ.ს. საკუთარი ავტომობილით შეეჯახა მარნეულის რაიონის ერთ-ერთ სოფელში გაჩერებულ 1971 წელს დაბადებული ო.მ.-ს კუთვნილ ავტომანქანას, რაც მძღოლებს შორის კონფლიქტის მიზეზი გახდა. ბრალდებულმა მომხდარი დაპირისპირების დროს ბასრი საგნით ი.მ.-ს ყელის არეში ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ე.გ. ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით  მიმდინარეობს, რაც 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×