
უკვე მეორედ ააგორეს ეს სიგიჟე, - ასე ეხმიანება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი, სოციალურ ქსელში მისი მისამართით გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას ტყის და მთის მასივის დაზიანებასთან დაკავშირებით.
წილოსანის განცხადებით, ის ხალხი, რომელიც მის წინააღმდეგ ავრცელებს ცრუ ინფორმაციას პირდაპირ ბრალსაც ვერ სდებს მას, რადგანაც შემდეგ ცილისწამების გამო არ მოუწიოთ ბოდიშის მოხდა.
„უკვე მეორედ ააგორეს ეს სიგიჟე… პირველ ჯერზე დადასტურებულად უარვყავი, ახლა მგონი არც ღირს თავის მართლება, რომ მათ სტილში თავქარიანობა არ ჩამიდენია.
აი ამ აფერისტ ადამიანებს რომ ჰყავთ “ფოლოვერები”, ვიღაც რომ უჯერებს და უსმენს, აი ეგ ხალხი მედარდება გულწრფელად…
თან, რა საინტერესოდ აქვთ გადაღებულ, დასათაურებულ, ფორმულირებული )) პირდაპირ ბრალსაც ვერ მდებენ, რომ ცილისწამებაზე ბოდიშის მოხდა არ მოუწიოთ.“ - წერს ნინო წილოსანი.