რეზონანსი
22.12.2025

„თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა” აღარ გაგრძელდება. ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ლაშა დოლიძის პასუხიდან ხდება ცნობილი, რომელიც მან პარლამენტის წევრს გელა აბულაძეს სადეპუტატო კითხვის პასუხად აცნობა.

კერძოდ, დეპუტატის გაიმართებოდა თუ არა დამატებით კონსულტაციები იმასთან დაკავშირებით, რომ „თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა” 2026 წლის ბიუჯეტის პროექტში ვერ მოხვდა. პარლამენტის წევრი პროექტის გაუქმებასთან დაკავშირებით დასაბუთებულ მოსაზრებებს ითხოვდა.

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე საკუთარ პასუხში განმარტავს, რომ „თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა“ განხორციელდა განსაზღვრული ვადით და ამ ეტაპზე მისი გაგრძელება არ არის დაგეგმილი.

მისივე ცნობით, აღნიშნული განპირობებულია მიმდინარე სახელმწიფო პროგრამების დიზაინის სრული განახლებით, რომლის მიზანია მხარდამჭერი მექანიზმების უფრო მიზნობრივი, ეფექტიანი და დარგზე მორგებული ფორმით ჩამოყალიბება.

„ამ პროცესის ფარგლებში განიხილება სასოფლო-სამეურნეო სხვადასხვა სექტორის (მათ შორის თხილის) განვითარების ხელშემწყობი ახალი ინსტრუმენტების შემუშავებაც, არსებული გამოწვევებისა და დარგის მიმდინარე საჭიროებების გათვალისწინებით.

მიუხედავად, იმისა რომ მიმდინარე ეტაპზე თხილის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით პროგრამით განსაზღვრული ამოცანები შესრულებულია, მაინც რჩება რიგი გამოწვევები, როგორიცაა:

თხილის უეცარი ხმობა;

თხილის პათოგენები, მათ შორის ბაქტერიული და სოკოვანი დაავადებები;

მცირე და საშუალო ფერმერთა ცნობიერების ამაღლება;

თხილის საშრობების ინფრასტრუქტურის სიმცირე;

მცირე მექანიზაცია, ახალი ტექნოლოგიების სიმცირე და თხილის მავნებლები, მათ შორის აზიური ფაროსანა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მზადყოფნას გამოთქვამს თქვენთან შემდგომი თანამშრომლობისთვის”, - ვკითხულობთ ლაშა დოლიძის პასუხში.

წყარო: bpn.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×