რეზონანსი
22.12.2025

რეალური მტრები არიან რადიკალური მემარცხენეები, რომლებმაც ჩარლი კირკი მოკლეს და მის სიკვდილს ყოველდღიურად ზეიმობენ, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტის ვაჟმა, დონალდ ტრამპმა უმცროსმა მოძრაობა Turning Point-ის ღონისძიებაზე გამოსვლისას. მან აღნიშნა, რომ ახლა აშშ სიტყვის თავისუფლებისა და სიმართლის უკანასკნელი კერაა.

„სიტყვის თავისუფლება თავდასხმის ქვეშაა მთელ ევროპაში. მარტივი ჭეშმარიტების თქმის გამო, იქ ხალხს ციხეში სვამენ. ეს ხდება გაერთიანებულ სამეფოში და არ უნდა დავუშვათ, რომ იგივე ამერიკაშიც მოხდეს. ჩვენ ახლა საღი აზრის, სიტყვის თავისუფლებისა და სიმართლის უკანასკნელი კერა ვართ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა უმცროსმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×