რეზონანსი
22.12.2025

ეზოტერიკოსი მაია ყუფარაძე ამბობს, რომ ცეცხლოვანი ცხენის წელში დაბადებული ბავშვები მეომრები და მამაცები იქნებიან:

„60 წელში ერთხელ არის ცეცხლოვანი ცხენის წელიწადი. იაპონიაში ამ წელს შობადობას კრძალავდნენ, განსაკუთრებით ეშინოდათ ამ წელს დაბადებული ქალების. ოჯახის შექმნაზე არ ფიქრობენ და ამბობენ, სადაც მიდიან უბედურება მოაქვთო. მე კიდევ ვფიქრობ, რომ მცველებად მოდიან, ოჯახის, დედამიწის მცველებად. ვინც ელოდებით ცეცხლოვან წელში შვილებს, იცოდეთ, მეომრები იბადებიან. ამას წინასწარ გილოცავთ, იმიტომ რომ ლაჩარი ადამიანი არ მიყვარს. ლაჩარი ყველაფერზე ხელს აწერს და 2026 წელს ვინც იბადება, ძლიერები არიან.

წელს კარგი ამბები მოხდება დედამიწაზეც და პირველ რიგში, მე ჩემი საქართველო მადარდებს. მშვიდად იყავით. ყველაფერი კარგად იქნება. ბოლო სიტყვას ღმერთი იტყვისო, რომ ამბობენ, ძალიან მიყვარს ეს გამოთქმა. ღმერთთან ომი კიდევ არავის მოუგია. ღმერთის მფარველობა არ მოგკლებოდეთ“, - ამბობს

მაია ყუფარაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×