რეზონანსი
22.12.2025

სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ 2007 წლიდან ოპერირებს საქართველოში. კომპანიამ მემკვიდრეობით მიიღო არსებული ელექტროქსელი და პასუხისმგებელია მის   ექსპლუატრაციაზე. არსებული  ელექტროქსელი დაპროექტებული და კონსტრუირებულია  ისე, რომ მაქსიმალურად უზრუნველჰყოს ქსელის მდგრადობა, უსაფრთხოება და აბონენტთა ხარისხიანი ელექტრომომარაგება. მისი ელემენტების ნებისმიერი გადაპროექტება და გადატანა,  იქნება ეს ელექტროგადამცემი ხაზის საყდენის, თუ სატრანსფორმატორო პუნქტის გადატანა, იწვევს ქსელის საიმედოობის შესუსტებას. 

ელექტროქსელის არქიტექტურა ეფუძვნება ტექნიკურ სტანდარტებს და ენერგოსისტემის სტაბილურობის პრინციპებს, რის გამოც ელექტროგადამცემი და გამანაწილებელი ხაზების განლაგება ვერ განისაზღვრება კერძო ან იურიდიული პირების ინტერესებიდან გამომდინარე. შესაბამისად, ვერ მოერგება ახლად დაწყებულ სხვადასხვა დეველოპერულ პროექტს.

,,ენერგო-პრო ჯორჯია“ ვერ იმოქმედებს კონკრეტული ბიზნესის და ინდივიდების მოთხოვნების შესაბამისად, თუ ასეთი მოთხოვნა ეწინააღმდეგება ენერგოსისტემის ოპტიმალურ და უსაფრთხო ფუნქციონირებას“ - განაცხადა სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ გრიგოლ მამისეიშვილმა. მისი თქმით, ნებისმიერი მცდელობა, რომ ელექტროგადამცემ ხაზებზე განხორიცელდეს ცვლილება ინდივიდიალური ინტერესების გათვალისწინებით, მნიშვნელოვნად შეზღუდულია. შესაბამისად, კომპანია მიმართავს თხოვნით სამშენებლო ბიზნესის წარმომადგენლებს, უმთავრესად აჭარის რეგიონში, საკუთარი ბიზნესის დაგეგმარების პროცესში არ გაითვალსიწინონ არსებული ელექტროქსელის რეკონსტრუქცია ან გადატანა, თუ აღნიშნულით დაასუსტებენ მოქმედი ქსელის მდგრადობას და დააზიანებენ სხვა მომხმნარებლების ინტერესებს. 

კომპანია სთხოვს ყველას, ისე განავითარონ საკუთარი ბიზნეს საქმიანობა, რომ არ დაირღვეს საქართველოს მთავრობის 366-ე დადგენილებით განსაზღვრული ხაზობრივი ნაგებობის დაცვის ზონები, არ მოხდეს მშენებლობის დაგეგმარება ელექტრომოწყობილობებთან სიახლოვეს, ან ელექტროგადამცემი ხაზების ქვეშ, რაც მნიშვნელოვნად არღვევს მოქალაქეთა უსაფრთხოებას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×