რეზონანსი
22.12.2025

2026 წელი ას­ტრო­ლო­გი­უ­რად დატ­ვირ­თუ­ლი იქ­ნე­ბა - ცე­ცხლო­ვა­ნი ცხე­ნის ენერ­გია ბევ­რს აი­ძუ­ლებს, გა­და­ა­ფა­სოს თა­ვი­სი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი. ყვე­ლა­ზე დიდი ცვლი­ლე­ბე­ბი სწო­რედ რო­მან­ტი­კულ სფე­რო­შია მო­სა­ლოდ­ნე­ლი. ზოგს ახა­ლი სიყ­ვა­რუ­ლი ელის, ზოგს კი - არ­სე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სიმ­ტკი­ცის შე­მოწ­მე­ბა.

ვერ­ძი (21 მარ­ტი - 20 აპ­რი­ლი)

2026 წელი გარ­დამ­ტე­ხი იქ­ნე­ბა. ზამ­თრის და­სა­წყი­სი­დან­ვე იმ­პულ­სუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის ნაც­ვლად გო­ნი­ე­რე­ბა­ზე გა­დახ­ვალთ. ივ­ლის­ში რო­მან­ტი­კუ­ლი ენერ­გია პიკს მი­აღ­წევს: მარ­ტო­ხე­ლა ვერ­ძებს ფლირ­ტი­სა და ახა­ლი ნაც­ნო­ბო­ბის შან­სი მი­ე­ცე­მათ. წლის ბო­ლოს ბევ­რი ვერ­ძი შე­საძ­ლოა ქორ­წი­ნე­ბის სახ­ლამ­დეც მი­ვი­დეს. მთა­ვა­რია - აღა­რა­ვი­თა­რი ნაჩ­ქა­რე­ვი ნა­ბი­ჯე­ბი!

კურო (21 აპ­რი­ლი - 20 მა­ი­სი)

თე­ბერ­ვალ­ში იგ­რძნობთ, რომ ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დი ხდე­ბა, რაც თქვენ­თვის, სტა­ბი­ლუ­რო­ბის მოყ­ვა­რუ­ლი ნიშ­ნის­თვის, გა­მოწ­ვე­ვაა. თუმ­ცა ივ­ლი­სი­დან ყუ­რა­დღე­ბა კვლავ სახ­ლსა და ოჯახ­ზე გა­და­ვა. მარ­ტო­ხე­ლა კუ­რო­ებს აქვთ შან­სი, აა­გონ მყა­რი კავ­ში­რი, ხოლო და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი - გა­და­ვიდ­ნენ შემ­დეგ ეტაპ­ზე. იმუ­შა­ვეთ სა­კუ­თარ თავ­ზე და დაძ­ლი­ეთ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის შიში.

ტყუ­პე­ბი (21 მა­ი­სი - 20 ივ­ნი­სი)

წელი მშვი­დად და­ი­წყე­ბა, მაგ­რამ ივ­ლის­ში ყვე­ლა­ფე­რი შე­იც­ვლე­ბა. გე­ლით მო­უ­ლოდ­ნე­ლი აღი­ა­რე­ბე­ბი. შე­საძ­ლოა, თქვენს თა­ვი­სუფ­ლე­ბის­მოყ­ვა­რე ბუ­ნე­ბას გა­უ­ჭირ­დეს ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის აღე­ბა, ამი­ტომ კარ­გად და­ფიქ­რდით: მზად ხართ თუ არა ცხოვ­რე­ბა გვერ­დით მყოფ ადა­მი­ანს და­უ­კავ­ში­როთ? ოქ­ტომ­ბერ­ში იყა­ვით მაქ­სი­მა­ლუ­რად გულ­წრფე­ლი პარტნი­ორ­თან.

კირჩხი­ბი (21 ივ­ნი­სი - 22 ივ­ლი­სი)

ეს წელი სიყ­ვა­რულ­ში სიმ­წი­ფის პე­რი­ო­დია. წლის და­სა­წყის­ში შე­საძ­ლოა დის­ტან­ცია იგ­რძნოთ, მაგ­რამ ზა­ფხუ­ლი ოჯა­ხის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად სა­უ­კე­თე­სო დროა - ნიშ­ნო­ბა, ერ­თად ცხოვ­რე­ბის და­წყე­ბა ან ბავ­შვის და­ბა­დე­ბა სწო­რედ ამ პე­რი­ოდ­შია მო­სა­ლოდ­ნე­ლი. წლის ბო­ლოს აკონ­ტრო­ლეთ სი­ტყვე­ბი, რად­გან ნათ­ქვამ­მა (ან პი­რი­ქით, დუ­მილ­მა) შე­საძ­ლოა კონ­ფლიქ­ტი გა­მო­იწ­ვი­ოს.

ლომი (23 ივ­ლი­სი - 22 აგ­ვის­ტო)

ივ­ლი­სი­დან თქვენს ნი­შან­ში იუ­პი­ტე­რი შე­დის, რაც იღ­ბლი­სა და თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბის ხა­ნას ნიშ­ნავს. თქვე­ნი მომ­ხიბ­ვლე­ლო­ბა პიკს მი­აღ­წევს. მარ­ტო­ხე­ლა ლო­მებს აქვთ დიდი შან­სი, შეხ­ვდნენ იმ ადა­მი­ანს, ვი­საც დიდი ხა­ნია ეძებ­დნენ. შე­მოდ­გო­მა მოვ­ლე­ნე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი იქ­ნე­ბა, თუმ­ცა დე­კემ­ბერ­ში ემო­ცი­ებს ნუ აჰ­ყვე­ბით - ნუ მი­ი­ღებთ მნიშ­ვნე­ლო­ვან გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს ცხელ გულ­ზე.

ქალ­წუ­ლი (23 აგ­ვის­ტო - 22 სექ­ტემ­ბე­რი)

მო­გი­წევთ გა­და­ხე­დოთ თქვენს მო­ლო­დი­ნებს სიყ­ვა­რულ­ში. გა­ზა­ფხულ­ზე შე­საძ­ლოა უჩ­ვე­უ­ლოდ მე­ოც­ნე­ბე გახ­დეთ, რაც მალე გა­ივ­ლის. 2026 წლის ჰო­როს­კო­პი გპირ­დე­ბათ, რომ ილუ­ზი­ე­ბი გა­ი­ფან­ტე­ბა და შეძ­ლებთ რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი არ­ჩე­ვა­ნი გა­ა­კე­თოთ პარტნი­ორ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ენ­დეთ გო­ნე­ბას და არა მხო­ლოდ ემო­ცი­ებს.

სას­წო­რი (23 სექ­ტემ­ბე­რი - 22 ოქ­ტომ­ბე­რი)

ცე­ცხლო­ვა­ნი ცხე­ნი გა­ი­ძუ­ლებთ, გა­მო­ფხიზ­ლდეთ. ემო­ცი­ე­ბი ზღვარ­ზე იქ­ნე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით წლის და­სა­წყის­ში. მა­ის­ში მიხ­ვდე­ბით, რო­გორ გსურთ მო­მა­ვა­ლი ცხოვ­რე­ბის გაგ­რძე­ლე­ბა. მარ­ტო­ხე­ლა სას­წო­რე­ბი სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ანს მე­გობ­რე­ბის წრე­ში ან კო­ლე­გებს შო­რის გა­იც­ნო­ბენ. ნო­ემ­ბერ­ში გა­უ­გებ­რო­ბე­ბი გაქ­რე­ბა და ჰარ­მო­ნია და­ი­სად­გუ­რებს.

მო­რი­ე­ლი (23 ოქ­ტომ­ბე­რი - 21 ნო­ემ­ბე­რი)

თქვე­ნი ვნე­ბი­ა­ნო­ბა წელს გა­მო­გად­გე­ბათ. იან­ვარ­ში ყუ­რა­დღე­ბა ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის პრაქ­ტი­კულ მხა­რე­ზე გა­და­ვა. გა­ზა­ფხულ­ზე შე­საძ­ლოა ეჭ­ვი­ა­ნო­ბის შე­მო­ტე­ვე­ბი გქონ­დეთ, რაც ილუ­ზი­ე­ბის­გან გა­სა­თა­ვი­სუფ­ლებ­ლად არის სა­ჭი­რო. მარ­ტო­ხე­ლა მო­რი­ე­ლებს ბე­დის­წე­რის მიერ მოვ­ლე­ნი­ლი ნაც­ნო­ბო­ბა ელის პრო­ფე­სი­ულ წრე­ში, ხოლო და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლე­ბის­თვის ურ­თი­ერ­თგა­გე­ბის პე­რი­ო­დი დგე­ბა.

მშვილ­დო­სა­ნი (22 ნო­ემ­ბე­რი - 21 დე­კემ­ბე­რი)

უნდა ის­წავ­ლოთ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის აღე­ბა სა­კუ­თარ ქმე­დე­ბებ­ზე. გა­ზა­ფხუ­ლი ვნე­ბი­ა­ნი რო­მა­ნის შანსს იძ­ლე­ვა. თუ შეძ­ლებთ სა­კუ­თა­რი შეც­დო­მე­ბის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბას, ზა­ფხუ­ლი სტა­ბი­ლუ­რო­ბას მო­გი­ტანთ. დე­კემ­ბე­რი და­უთ­მეთ ფიქ­რს და ნუ და­აჩ­ქა­რებთ მოვ­ლე­ნებს. მათ, ვინც 2025-ში იმედ­გაც­რუ­ე­ბა გა­ნი­ცა­და, 2026 ბე­დის სა­ჩუ­ქარს ჰპირ­დე­ბა.

თხის რქა (22 დე­კემ­ბე­რი - 19 იან­ვა­რი)

წლის და­სა­წყის­ში ვნე­ბა და ენერ­გია მო­ი­მა­ტებს, თუმ­ცა კონ­ფლიქ­ტე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად ემო­ცი­ე­ბის კონ­ტრო­ლი დაგ­ჭირ­დე­ბათ. ივ­ლი­სი­დან ახა­ლი რო­მან­ტი­კუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი გაჩ­ნდე­ბა. წლის ბო­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა შე­საძ­ლოა შე­ნელ­დეს, რაც კარ­გია გრძნო­ბე­ბის გა­სამ­ყა­რებ­ლად. მარ­ტო­ხე­ლებს შეხ­ვედ­რა ელით ადა­მი­ან­თან, ვის­თა­ნაც ნდო­ბა­ზე და­ფუძ­ნე­ბულ კავ­შირს აა­გე­ბენ.

მერ­წყუ­ლი (20 იან­ვა­რი - 18 თე­ბერ­ვა­ლი)

მარ­ტში შე­საძ­ლოა დიდი სიყ­ვა­რუ­ლი გეწ­ვი­ოთ, რო­მე­ლიც ფრთებს შე­გას­ხამთ. ახა­ლი პარტნი­ო­რი თქვენს სუ­ლი­ერ ზრდას შე­უ­წყობს ხელს. სექ­ტემ­ბერ­ში რო­მან­ტი­კუ­ლი და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ენერ­გია გა­აქ­ტი­ურ­დე­ბა. მარ­ტო­ხე­ლა მერ­წყუ­ლებს აქვთ შან­სი, შეხ­ვდნენ ადა­მი­ანს, რო­მელ­თა­ნაც ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბი და­ა­კავ­ში­რებთ.

თევ­ზე­ბი (19 თე­ბერ­ვა­ლი - 20 მარ­ტი)

წლის და­სა­წყი­სი პარტნი­ო­რის მი­მართ რე­ა­ლის­ტურ მიდ­გო­მას მო­ი­თხოვს - ნუ აჰ­ყვე­ბით ილუ­ზი­ებს. გა­ზა­ფხულ­ზე შე­საძ­ლო აპა­თია მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბით და­ა­ბა­ლან­სოთ. ზა­ფხუ­ლი ახალ ნაც­ნო­ბო­ბას გპირ­დე­ბათ, გან­სა­კუთ­რე­ბით თუ აქ­ტი­ურ დას­ვე­ნე­ბას აირ­ჩევთ. წლის ბო­ლოს თქვე­ნი სურ­ვი­ლე­ბი - ქორ­წი­ნე­ბა თუ სა­ერ­თო სა­ცხოვ­რე­ბე­ლი - სწრა­ფად მა­ტე­რი­ა­ლიზ­დე­ბა. ენ­დეთ ინ­ტუ­ი­ცი­ას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×