რეზონანსი
22.12.2025

მსა­ხი­ო­ბი­სა და ფო­ტო­მო­დე­ლის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­და­ღე­ბუ­ლი ფილ­მის კად­რე­ბი პორ­ნო სა­ი­ტებ­ზე აღ­მოჩ­ნდა. რო­გორც “კუ­რი­ე­რი • P.S“ ავ­რცე­ლებს, საქ­მე ეხე­ბა 13 წლის წინ, რე­ჟი­სორ შოთა კა­ლან­და­ძის მიერ გა­და­ღე­ბულ ფილ­მს, რო­მელ­შიც მსა­ხი­ო­ბის შიშ­ვე­ლი სხე­უ­ლი ჩანს.

ქალი ამ­ტკი­ცებს, რომ ის მხო­ლოდ ფილმში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე იყო თა­ნახ­მა და არას­დროს და­თან­ხმე­ბუ­ლა ამ მა­სა­ლის პორ­ნო სა­ი­ტებ­ზე გან­თავ­სე­ბას.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ვი­დე­ო­ე­ბი პორ­ნო სა­ი­ტებ­ზე წლე­ბის წინ არის ატ­ვირ­თუ­ლი, თუმ­ცა მაკო კო­ბე­რი­ძემ ამა­ზე არა­ფე­რი იცო­და. მსა­ხი­ობ­მა რე­ჟი­სო­რის წი­ნა­აღ­მდეგ სა­ჩი­ვა­რი შე­ი­ტა­ნა. თა­ვად შოთა კა­ლან­და­ძე რა­ი­მე სა­ხის კონ­ტაქტს ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით უარ­ყოფს და შსს-ს მი­მარ­თავს გა­მო­ი­ძი­ონ, ვინ ატ­ვირ­თა კად­რე­ბი 18+ სა­ი­ტებ­ზე.

“მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მხატ­ვრულ ფილ­მებ­ში მეგა ვარ­სკვლა­ვებ­თან ერ­თად და აღ­მოვ­ჩნდი პორ­ნო სა­ი­ტებ­ზე.

შო­თას არ უჭირს ადა­მი­ა­ნე­ბის და­თან­ხმე­ბა, კარ­გი მა­ნი­პუ­ლა­ცი­ის უნა­რი გა­აჩ­ნია და ვუ­ლო­ცავ ამას. მე არ ვარ იო­ლად და­სა­ყო­ლი­ე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნი, თუმ­ცა რო­დე­საც გა­ვი­გე რომ ფილმში ისე­თი მეგა ვარ­სკვლა­ვე­ბი იღებ­დნენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, რო­გო­რიც არის ლიკა ქა­ვჟა­რა­ძე, მა­რი­ნა კა­ხი­ა­ნი და ა.შ. ლო­გი­კუ­რია ჩავ­ვარ­დი ხიბლში და მათ­თან ერ­თად ვი­ყა­ვი მზა­ო­ბა­ში, რომ ნე­ბის­მი­ე­რი როლი მე­თა­მა­შა. ბოლო წლებ­ში აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ კად­რე­ბი პორ­ნო სა­ი­ტებ­ზეც არის.

რე­ჟი­სორს არ გა­აჩ­ნია არა­ნა­ი­რი კონ­ტრაქ­ტი. შოთა კა­ლან­და­ძეს პი­რა­დად და­ვუ­კავ­შირ­დი და ვუ­თხა­რი რომ ვუ­ჩივ­ლებ­დი. კად­რე­ბი გა­ყი­და ყველ­გან, სა­დაც მო­უწ­ვდე­ბო­და ხელი... ზოგი იტყვის, რომ ფილმში რომ გარ­ბო­დი რას ფიქ­რობ­დი... ეს ფილ­მი ხე­ლოვ­ნე­ბა იყო ხალ­ხო და უნდა გა­სუ­ლი­ყო ქვეყ­ნის გა­რეთ", - აცხა­დებს მაკო

რაც შე­ე­ხე­ბა შოთა კა­ლან­და­ძეს, მისი თქმით, მისი ყვე­ლა ფილ­მი­დან მა­კოს კად­რებს ამოჭ­რის და სხვა მსა­ხი­ო­ბით ჩა­ა­ნაც­ვლებს.

“დად­გინ­დეს ვინ ატ­ვირ­თა და თუ ფული გა­ა­კე­თა იმ ტიპ­მა, ვინც ატ­ვირ­თა, ჩვენც გაგ­ვი­ნა­წი­ლოს. ეს ახლა კი არა, რამ­დე­ნი წელი იდო და და­ვი­ჯე­რო არ იცო­და? ჯერ ეს ერთი პორ­ნო სად არის? პორ­ნო მე არას­დროს გა­და­მი­ღია - ეს არის არტ ფილ­მი ერო­ტი­კუ­ლი ელე­მენ­ტე­ბით.

ეს ქალი მი­ჩი­ვის მე? სა­ერ­თოდ ოდეს­მე “გა­ი­ჩი­თე­ბო­და“ ამ “სას­ტავ­ში“ სა­დაც მე “გა­ვაძ­რე“? ამ ქალს აუ­ცი­ლებ­ლად საშ­ვი­ლიშ­ვი­ლოდ ამო­ვი­ღებ ჩემი ყვე­ლა ფილ­მი­დან,“ - აცხა­დებს რე­ჟი­სო­რი.

რუსთავი 2

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×