
2023 წლის 21 ივნისს უნიჭიერესი ქართველი მომღერალი, ლევან კბილაშვილი მოსკოვში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვლილის დედა მელიტა ფურცელაძე სოციალურ ქსელში
ლევანთან დაკავშირებულ მიმართვას აქვეყნებს და გარდაცვლილ შვილს ქმრის გამოჯანმრთელებისთვის ლოცვას სთხოვს:
„დე, შვილო, როგორ ვძლებთ არ ვიცი, რა ძალაა ის, რაც მე მაცოცხლებს, თანდათან უარესი მემართება, მაგრამ მამაშენს რა ვუყო შვილო, მას ახლა ჩემზე მეტად უჭირს, ის ჩემზე ცუდადაა.
ლევანის მამააო და ყველას თვალზე ცრემლი ადგება. ილოცე მამაშენისთვის შვილო, ილოცე, რომ ფეხზე დადგეს.
მაგრამ ღირს კი ჩვენი აქ ყოფნა? შენთან ერთად გვინდა ორივეს. ბარბარობას გილოცავ, დე“, - წერს მელიტა ფურცელაძე.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე