
მომღერალი თამუნა ამონაშვილი და რეჟისორი რეზიკო ჩხეიძე მშობლები გახდნენ. მათ ტყუპები იოანა და მელანია შეეძინათ. თამუნა სტუმრად გადაცემაში „ჩვენი ოჯახი“ იმყოფებოდა, სადაც სიახლეებზე ისაუბრა:
„ვცდილობდი რომ ისე მეცხოვრა რაღაც ნაბიჯები სწორად გამეკეთებინა. სულ მქონდა ღვთის შიში და მინდოდა ამ გზით მეცხოვრა. მე ტაძარშიც ვგალობ. ბევრი ადამიანი ლოცულობდა ჩემთვის. სულ ვიძახდი რომ ყველაფერი მაქვს, მაგრამ შვილი არ მყავდა. ყველაფერი ამისრულდა თუ რაიმე მინდოდა ცხოვრებაში.
ბევრი ადამიანი მწერდა, რომ ჩემთვის ლოცულობდნენ. მე სულ მოვუწოდებდი მათ, რომ ელოცათ. დიდი მადლობა ყველას ემოციური მხარდაჭერისთვის. ყველა ადამიანში დევს შვილის და ოჯახური სიყვარული. ბევრი კარგი ადამიანია და მათი სიყვარული გადაარჩენს ქვეყანას.
გადავწყვიტეთ რომ ძიძა არ გვყოლოდა. რადგან იმდენი ხანი ვნატრობდით მათ, ამიტომ გვინდოდა შეგვეგრძნო მათი ჩახუტება და მოფერება. გვინდა, რომ მაქსიმალური სიყვარული მივიღოთ. მთავარია ყოფილიყო ეს სიხარული, არ ვფიქრობდი ასაკზე. ადამიანი, რომ იბადება, მას უფალი არ ტოვებს. ყველაფერს
გაიღებ იმისთვის, რომ ისინი კარგები გაიზარდონ. დანარჩენი უფლის ნებაა“, - აღნიშნა თამუნა ამონაშვილმა გადაცემაში.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე