
რამდენიმე დღის წინ შუახევის მაღალმთიან სოფელ ჩანჩხალოდან, იქ, სადაც გადაადგილებაც კი ჭირს და კლდეებიდან ქვები ცვივა, ერთი შეხედვით დაუჯერებელი, ფილმის სცენარის მსგავსი დრამა მოვისმინეთ. საზოგადოებამ გაიცნო 44 წლის მარინა ბებია, რომელიც ამბობდა, რომ საკუთარ პირად ცხოვრებაზე უარი თქვა, რათა 17 წლის რძლისგან მიტოვებული ჩვილი ტყუპები - ნიკა და ლუკა გადაერჩინა.
ოჯახს ნანუკა ჟორჟოლიანმა ოჯახს და გადაცემაში მოჰყვა ემოციური ისტორიას ოჯახზე, სადაც დედამ "თავისუფლება“ შვილებზე მაღლა დააყენა, ბებია კი პატარებისთვის დედაც გახდა და მამაც. ქალი ჰყვებოდა, რომ ტყუპები 8-თვიანები დაიბადნენ. მაშინ, როცა ჩვილები ჯერ კიდევ აპარატზე იყვნენ შეერთებულნი და სიცოცხლისთვის იბრძოდნენ, ოჯახმა სოციალურ ქსელში შოკისმომგვრელი განცხადება აღმოაჩინა, რომ "რძალი შვილებს ყიდდა". ასევე ქალმა გაიხსენა ის დღეც, როცა მისი თქმით, რძალი სახლიდან წავიდა და დაამატა, რომ მას შემდეგ დედას შვილები არ მოუკითხავს.
უმძიმესი ამბავი თითქმის მთელმა ქვეყანამ გულთან მიიტანა. თუმცა ისტორიის მიღმა იმალება მწარე რეალობა, რომელიც გუშინ მეორე მხარისგან, ანუ ბავშვების დედისგან მოვისმინეთ. როგორც აღმოჩნდა, გადაცემის გასვლის შემდეგ, ახალგაზრდა დედა დაუკავშირდა "ნანუკას შოუს" და მოჰყვა, რა მოხდა წლების წინ რეალურად.
"იძახის, რომ კლავდაო... არასდროს არ მიცდია ეს... ქალიშვილი რომ არ ვიყავი, ეგ იყო პრობლემა... ეგეთი წესი ჰქონიათ, მეორე დღეს რომ ავიდა, უნდა ენახა რაღაც ჩემს საწოლზე... მაგ დღეს წამიყვანეს, მუსლიმანად მოინათლეო... თუ დედა ბინას მიყიდდა, ყველაფერი მოგვარდებოდა და ეს აღარ იქნებოდა პრობლემა... აუცილებლად ვიბრძოლებ ბავშვებისთვის. ბავშვის ორი სვიტრი წამოვიღე, იმაზეც მეჩხუბა რატომ წაიღეო" - ჰყვება გოგონა.
ირკვევა, რომ მას შემდეგ, რაც დედამთილმა გაიგო, რომ რძალი ქალიშვილი არ იყო, გოგოს დედას დაურეკა, შვილი წაეყვანა.
"დავურეკე დედამისს, შენი შენი შვილი ქალიშვილი არ არის და რა ხდება-თქო და მითხრა, რომ ოღონდ ახლა დაიტოვეო, მე სახლს ვუყიდიო" - ამბობს დედამთილი, მას მერე, რაც ნანუკამ მას რძალთან ინტერვიუს შემდეგ დაურეკა.
"ამბები" ესაუბრა ასევე ახალგაზრდა დედას ახლობელს, რომელმაც თქვა, რომ "მარი წლების განმავლობაში მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
"მარი სამშობიაროში გავიცანით, მთელი ღამეები ტიროდა, ექთნებიც კი დარდობდნენ მასზე, არ ვიცოდით, როგორ გვეშველა მისთვის. აშკარა იყო, რომ მძიმე მდგომარეობა ჰქონდა. მუდმივად ვკითხულობდი მარის ამბავს, ერთხელაც მომივიდა მისგან მესიჯი, შემეშვი თორემ ოჯახს დაგინგრევო, მივხვდი, რომ მისი სახელით დედამთილი მწერდა" - ამბობს გოგონას ახლობელი.
წყარო: www.ambebi.ge
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე