რეზონანსი
07.09.2025

 

 გორის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა „ქართული ოცნებიდან", კონსტანტინე ბუზალაძემ, სოფელ ზეღდულეთში ახალი საჭიდაო არენა გახსნა. არენაზე, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, გურამ პაპიტაშვილის ხსოვნის მემორიალური ტურნირი გაიმართა.

„ტურნირი საკმაოდ სანახაობრივი გამოვიდა, სადაც მონაწილეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოვიდნენ. ზეღდულეთის

საჭიდაო არენა მომავალში არაერთ ტურნირს უმასპინძლებს. მომავალი თაობის სპორტში კიდევ უფრო მეტად ჩართვის მიზნით კი, ჩვენს მუნიციპალიტეტში სპორტული სივრცეების მოწყობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

მადლობას ვუხდით ორგანიზატორებს და წარმატებებს ვუსურვებთ ყველა სპორტსმენს“, - წერს კონსტანტინე ბუზალაძე სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×