რეზონანსი
04.09.2025

თბილისელებმა ნახეს კახა კალაძის ორი ვადის განმავლობაში თუ როგორ კეთდება საქმე და ცხადია, რომ ამ არჩევნებში კახა კალაძეს ალტერნატივა არ ჰყავს, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ დღეიდან უკვე საარჩევნო კამპანიის ის ნაწილი გაიხსნა, რომელშიც თბილისის მოქმედი მერი და მერობის კანდიდატი უკვე სამომავლო გეგმებზე ისაუბრებს.

„ნახეთ, რომ აქამდე მერმა ჩააბარა ანგარიში თბილისელებს, თუ რა გაკეთდა დღევანდელი დღის ჩავლით. და დღეს მოვისმინეთ კახა კალაძის გეგმები ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით. ამ პრეზენტაციაში ვნახეთ, რომ გაორმაგებული ტემპებით გაგრძელდება სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი, მათ შორის რუსთაველი გამზირის, ვაჟა ფშაველას, გურამიშვილის გამზირის მოწყობა. თბილისელებმა ნახეს თუ რა შეუძლია კახა კალაძეს ჭავჭავაძის გამზირისა და სხვა ქუჩების მაგალითზე, როგორ ლამაზდება ჩვენი ქვეყანა, როგორ მწვანდება, როგორ იქმნება მოქალაქეებისთვის სუფთა, ეკოლოგიური გარემო. ზუსტად ასეთივე მიდგომა იქნება ვაჟა ფშაველას, რუსთაველის, გურამიშვილის გამზირების მიმართულებით“, - აღნიშნა პაპუაშვილმა, რომელიც კალაძის ინფრასტრუქტურის პოლიტიკის პრეზენტაციას ესწრებოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×