რეზონანსი
01.09.2025

გაზრდილი სიჩქარე, უცვლელი ფასი - მაგთიკომი აგრძელებს ინტერნეტის ხარისხის გაუმჯობესებას და აბონენტებისთვის აქტუალური სერვისების განვითარებას. 

8 სექტემბრიდან მაგთი აბონენტებს, რომლებიც 50 მბ/წმ-იანი სიჩქარით სარგებლობენ, ფასის ცვლილების გარეშე, ავტომატურად გაუზრდის ინტერნეტის სიჩქარეს 70 მბ/წმ-მდე. 

ეს სიახლე ნახევარ მილიონამდე ოჯახს შეეხება. გაზრდილი სიჩქარე მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მათ ინტერნეტგამოცდილებას - იქნება ეს სწავლა, მუშაობა, გართობა თუ ყოველდღიური ონლაინ საქმიანობა.

მაგთიკომისთვის მთავარია აბონენტების კმაყოფილება და მათი შესაძლებლობების ზრდა. დღეს, 500-ზე მეტ ქალაქსა და სოფელში სარგებლობენ მაგთის ოპტიკური ინტერნეტით. გაზრდილი სიჩქარე კი კიდევ უფრო დაეხმარება მათ მიზნების განხორციელებაში. ასევე, კომპანიის ეს გადაწყვეტილება, პოზიტიურ გავლენას იქონიებს საქართველოს ფიქსირებული ინტერნეტის მაჩვენებლებზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×