რეზონანსი
29.08.2025

"დიდმა" ბრიტანეთმა, რომელიც უკვე კარგა ხანია აღარ არის "დიდი," აშკარად იტანჯება კოლონიზატორული წარსულის ქავილისგან, და რატომღაც თავის "სიდიდის" დემონსტრირება საქართველოსთან გადაწყვიტა - წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, რა გინდათ, რას გვერჩით? აკეთეთ საქართველოში ბიზნესი თუ გინდათ, გექნებათ ყველანაირი პირობა. ჩვენს საშინაო საქმეებში კი ნუ ერევით, ისევე როგორც საქართველო არ ერევა თქვენსაში.

"დიდმა" ბრიტანეთმა, რომელიც უკვე კარგა ხანია აღარ არის "დიდი," აშკარად იტანჯება კოლონიზატორული წარსულის ქავილისგან, და რატომღაც თავის "სიდიდის" დემონსტრირება საქართველოსთან გადაწყვიტა.

ლონდონი უკვე მერამდენედ გვაწუხებს, ყოფს ცხვირს ჩვენს საქმეებში, აფინანსებს დესტრუქციულ ძალებს, მოკლედ აკეთებს ყველაფერს რომ აქ მისი მარიონეტული მთავრობა დასვას.

რა გინდათ, რას გვერჩით? აკეთეთ საქართველოში ბიზნესი თუ გინდათ, გექნებათ ყველანაირი პირობა. ჩვენს საშინაო საქმეებში კი ნუ ერევით, ისევე როგორც საქართველო არ ერევა თქვენსაში, თორემ ჩვენ გამოვძებნით თემებს, თუ მოვინდომებთ. ომს მშვიდობა სჯობს, მაგრამ ჩანს, რომ ეს არ გსურთ". - წერს ანჯაფარიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×