რეზონანსი
29.08.2025

საქართველოში ნორვეგიის საელჩო პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციისთვის საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადებას ეხმაურება.

როგორც საელჩო წერს, ეს დემოკრატიის რღვევისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯია.

„შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშების დაყადაღება საქართველოში დემოკრატიის რღვევისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯია და სერიოზული დარტყმაა ყველა იმ მოქალაქისთვის, ვინც სარგებლობს ამ ორგანიზაციების მიერ გაწეული მნიშვნელოვანი სერვისებით", - წერს ნორვეგიის საელჩო.

პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშებს ყადაღა დაედო. პროკურატურის ცნობით, საუბარია გამოძიებაზე, რომელიც ეხება საბოტაჟს, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობას, უცხოეთის ორგანიზაციისა და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების, ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზებას. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ სამართალდამცავთა წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებების განმახორციელებელი აქციის მონაწილეთა სპეციალური საშუალებებით აღჭურვა კოორდინირებულად ხდებოდა, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციების სახსრებით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×