რეზონანსი
26.08.2025

თუ პუტინი ვოლოდიმირ ზელენსკისთან უპირობო მოლაპარაკებებს არ დაიწყებს, მაშინ კიდევ უფრო ძლიერი ზეწოლა იქნება საჭირო, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა კანადის პრემიერ-მინისტრ მარკ კარნისთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ფრიდრიხ მერცმა და მარკ კარნიმ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან „უპირობო მოლაპარაკებები ახლავე უნდა დაიწყოს“.

„ახლა მოსკოვის ჯერია. თუ რუსეთის პრეზიდენტს მკვლელობების დასრულება რეალურად სურს, მაშინ ის შეთავაზებას მიიღებს. თუ რუსული მხარე ამ ნაბიჯს არ გადადგამს, მაშინ საჭირო იქნება კიდევ უფრო ძლიერი ზეწოლა. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ ევროკავშირის ფარგლებში დამატებით სანქციებზე ვმუშაობთ“, - განაცხადა ფრიდრიხ მერცმა.

კანადის პრემიერ-მინისტრის, მარკ კარნის ცნობით, გერმანიის კანცლერთან განიხილა, თუ რა დამატებითი სანქციები შეიძლება დაწესდეს რუსეთის წინააღმდეგ.

„პუტინი მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა დაჯდეს, რათა დაასრულოს ეს უაზრო მკვლელობები, რომელზეც პასუხისმგებელი თავად არის“, - აღნიშნა კანადის პრემიერ-მინისტრმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×