რეზონანსი
24.08.2025

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთმა და უკრაინამ 146-146 სამხედრო ტყვე გაცვალეს.

ამასთან, უწყებაში ამბობენ, რომ რუსეთმა ასევე დაიბრუნა კურსკის ოლქის რვა მცხოვრები.

როგორც რუსეთში აცხადებენ, გათავისუფლებული ტყვეები ამჟამად ბელარუსის ტერიტორიაზე იმყოფებიან, სადაც მათ აუცილებელ სამედიცინო და ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევენ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ გათავისუფლებულ სამხედროებს რუსეთში ჩაიყვანენ, სადაც ისინი მკურნალობას და რეაბილიტაციას თავდაცვის უწყების სამედიცინო დაწესებულებებში გაივლიან.

რუსეთში ასევე აცხადებენ, რომ სამხედრო ტყვეების გაცვლის პროცესში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა.

უკრაინულ მხარეს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×