
"ნაციონალურმა მოძრაობამ" და "ახალმა" საარჩევნო ნომრები დაკარგეს. თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მსურველი პარტიების რეგისტრაციის პროცესი უკვე დასრულებულია. ცესკომ 17 საარჩევნო სუბიექტი უკვე დაარეგისტრირა, თუმცა საარჩევნო ბიულეტენზე ამომრჩეველი ვერც 5 ნომრის ქვეშ "ნაციონალური მოძრაობას" და ვერც 4 ნომრის ქვეშ პარტია "ახალს"ვერ იხილავს. პროცედურა უკვე გაიარა ოპოზიციის მეორე ბანაკმა, "ლელომ" და გახარიას პარტიამ მარათონში მონაწილეობის უფლება უკვე ოფიციალურად მოიპოვეს.
რეგისტრირებულია "გირჩი" და "პატრიოტთა ალიანსიც". გამარჯვებისთვის ემზადება სახელისუფლებო გუნდი. ცოტახნის წინ ცნობილი გახდა, რომ ლოტოტრონის პრინციპით, საარჩევნო ნომრები 5-და 4, რომელიც "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ახალს" ჰქონდა, სხვა პარტიებს გადაეცათ.
საკითხზე შეფასებები კეთდება პოლიტიკურ სპექტრში. მაგალითად, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალა” თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ აღნიშნული პარტიები, რომლებმაც საარჩევნო ნომრები დაკარგეს, როგორც არ უნდა იყვნენ, "საზოგადოებისაგან პოლიტიკურად განდევნილები იქნებიან":
"ნაციონალურმა მოძრაობამ" და მისმა დანაყოფებმა დაკარგეს საარჩევნო ნომერიც კი, მაგრამ მთავარია რომ მათ დაკარგეს საზოგადოების ნდობა. ისინი ნომრიანი აგენტები იქნებიან თუ უნომრო, ეს იქნება საარჩევნო თუ არასაარჩევნო ნუმერაცია, მათ არანაირი პერსპექტივა არ აქვთ. როგორც არ უნდა იყვნენ, ისინი საზოგადოებისაგან პოლიტიკურად განდევნილები იქნებიან,"- აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალა” თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე.