რეზონანსი
03.08.2025

ორი წლის შემდეგაც ყველას ძალიან მძაფრად გვახსენდება შოვის უმძიმესი ტრაგედია, რომელიც მთელ ქვეყანას დაგვატყდა თავს, ჩვენი ვალია, გავიხსენოთ დაღუპულები და მაქსიმუმი გავაკეთოთ, რომ მომავალში ასეთი ტრაგედიები არ მოხდეს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ შოვში, სადაც სტიქიის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

მთავრობის მეთაური, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერ კახა კალაძესთან, მინისტრთა კაბინეტის წევრებსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სტიქიის მსხვერპლთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო და დაღუპულთა ოჯახებს შეხვდა.

პრემიერ-მინისტრი ასევე გაეცნო სტიქიის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალის მშენებლობის პროცესს, რომელიც უახლოეს პერიოდში დასრულდება. გარდა ამისა, ახლო მომავალში დაიწყება 13 ასურელი მამის სახელობის ტაძრის მშენებლობა, რომლის პროექტი უკვე მომზადებულია.

„ჩვენი ვალია, მაქსიმუმი გავაკეთოთ იმისათვის, რომ მომავალში ასეთი ტრაგედიები არ მოხდეს. მანამდე არ არსებობდა პრეცედენტი, რაც დაკავშირებული იყო მყინვარულ ღვარცოფთან და ასეთი კვლევა არ იყო ჩატარებული. ჩვენ დავიწყეთ კვლევების ჩატარება შვეიცარიულ კომპანიასთან ერთად. მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოვიკვლევთ მყინვარებს, ეროზიულ პროცესებს და ეს ყველაფერი მოგვცემს შესაბამისი რისკების პრევენციის საშუალებას", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×