რეზონანსი
15.07.2025

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტრ ფიალამ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არ მიიღებს მონაწილეობას ნატოს მეშვეობით უკრაინისთვის ამერიკული იარაღის შესყიდვის პროექტში. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

ფიალას განცხადებით, პრაღა არ შეუერთდება ტრამპის პროექტს უკრაინისთვის იარაღის შესყიდვის თაობაზე.

„ჩეხეთის რესპუბლიკა ფოკუსირებულია უკრაინის დახმარების სხვა პროექტებსა და გზებზე, მაგალითად, საბრძოლო მასალის ინიციატივის მეშვეობით. ამიტომ, ამ ეტაპზე არ განვიხილავთ ამ პროექტთან შეერთების შესაძლებლობას", - აღნიშნა ჩეხეთის მთავრობის მეთაურმა.

დონალდ ტრამპმა გამოაცხადა შეთანხმება აშშ-სა და ნატოს შორის, რომლის მიხედვითაც, უკრაინისთვის ამერიკული იარაღის მიწოდების საფასურს ევროპელი მოკავშირეები გადაიხდიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×