რეზონანსი
14.07.2025

„სადგურის მოედნის“ მიმდებარედ, სადაც ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ნგრევა მოხდა, სამაშველო სამსახურისა და სასწრაფო­ დახმარების ჯგუფები მუშაობენ. მიმდინარეობს როგორც გაწმენდითი,ასევე, ძებნა-შველის სამაშველო სამუშაოები.

მოქალაქეები “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას აცხადებენ, რომ ნანგრევებში რამდენიმე ადამიანია მოყოლილი და მათი ამოყვანა ამდრომდე ვერ ხერხდება.

არსებული ინფორმაციით კორპუსის შიგნით დაშავებულები არ არიან, სავარაუდოდ, ნანგრევებში გამვლელები და ადგილობრივი მოვაჭრეები მოყვნენ.

სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებში ჩანს, ტერიტორიაზე დაზიანებული ავტომობილები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×