რეზონანსი
12.07.2025

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა როგორც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, ასევე ირანის ოფიციალურ წარმომადგენლებს განუცხადა, რომ მხარს უჭერს ბირთვული შეთანხმების იდეას, რომლის მიხედვითაც, ირანი ვერ შეძლებს ურანის გამდიდრებას. აღნიშნულის შესახებ „აქსიოსი“ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ორი წყაროს თქმით, რუსებმა ისრაელის მთავრობასაც მიაწოდეს ინფორმაცია ირანის ურანის გამდიდრებასთან დაკავშირებით პუტინის პოზიციის შესახებ.

„ჩვენ ვიცით, რომ ეს არის ის, რაც პუტინმა ირანელებს უთხრა“, – განაცხადა ისრაელის მაღალი რანგის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

როგორც „აქსიოსი“ წერს, პუტინმა ეს პოზიცია ასევე გააცნო გასულ კვირას საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს  სატელეფონო საუბრისას.

ამასთან, როგორც საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“ იუწყება, ირანის საინფორმაციო სააგენტომ უარყო აღნიშნული ინფორმაცია და განაცხადა, რომ პუტინს ამ საკითხთან დაკავშირებით ირანთან არ უსაუბრია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×