
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა ძალიან კონსტრუქციული და დადებითი იყო, მაგრამ ორივე მხარეს ჯერ კიდევ აქვს გადასაჭრელი საკითხები, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.
როგორც რუბიომ აღნიშნა, პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და მის ჩინელ კოლეგას, სი ძინპინს შორის შეხვედრის მაღალი ალბათობა არსებობს, თუმცა თარიღი ჯერ არ განხილულა.
„საბოლოო ჯამში, რაც არ უნდა მოხდეს, აშშ-მა და ჩინეთმა ურთიერთობები უნდა შეინარჩუნონ. ჩვენ უნდა გვქონდეს კომუნიკაცია, უნდა შეგვეძლოს ერთმანეთთან ურთიერთობა. ჩვენი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებისთვის უბრალოდ შეუძლებელია, საუბარში არ ჩაერთონ. მოხარული ვარ, რომ დღეს ეს შეხვედრა გვქონდა. ბევრი სამუშაოა გასაკეთებელი. არავინ ამბობს, რომ ეს მარტივი იქნება, მაგრამ ჩვენ გვაქვს გარკვეული შესაძლებლობები ზოგიერთ საკითხში, რომლებზეც შეიძლება, ვიმუშაოთ, რათა ჩვენს ურთიერთობაში იმპულსი შევქმნათ. დღევანდელი ჩვენი შეხვედრა არ იყო მოლაპარაკება ან საკითხების განხილვა. საქმე უფრო კონსტრუქციული საწყისი წერტილის შექმნას ეხებოდა, სადაც შეგვეძლება საუბრის გაგრძელება მრავალ ფრონტზე, მათ შორის ვაჭრობაზე, მაგრამ ვაჭრობის მიღმაც", - აღნიშნა მარკო რუბიომ.