რეზონანსი
10.07.2025

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ მან სერგეი ლავროვთან შეხვედრაზე გამოთქვა შეერთებული შტატების იმედგაცრუება იმის გამო, რომ უკრაინაში ომის დასასრულებლად მნიშვნელოვანი პროგრესი არ არის მიღწეული.

„ღია საუბარი იყო, მნიშვნელოვანი. ამის გარდა, ვისაუბრეთ სხვა საკითხებზეც, რომლებიც უკრაინის ომს არ უკავშირდება, მაგრამ ეს ცხადია, პირველი და უმთავრესი თემა იყო, რაზეც ვისაუბრეთ. პრეზიდენტი მკაფიოდ აცხადებს: ის იმედგაცრუებულია, რომ რუსულმა მხარემ არ გამოავლინა მეტი მოქნილობა ამ კონფლიქტის დასრულებისთვის. ვიმედოვნებთ, რომ ეს შეიძლება შეიცვალოს და განვაგრძობთ ჩართულობას იქ, სადაც ვხედავთ შესაძლებლობებს ცვლილებებისთვის", - აღნიშნავს მარკო რუბიო.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი განიხილავს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პაკეტის მხარდაჭერას - ტარიფების დაწესებას იმ ქვეყნებზე, რომლებიც რუსულ ნავთობს, გაზს ან სხვა ექსპორტირებულ საქონელს ყიდულობენ.

„პრეზიდენტმა თქვა, რომ ეს ის ვარიანტია, რომელიც მას შეუძლია, განახორციელოს არსებული უფლებამოსილებების საფუძველზე, მაგრამ თუ სენატი და კონგრესი მიიღებს კანონმდებლობას, რომელიც მას ამის შესაძლებლობას მისცემს", - განაცხადა რუბიომ.

კუალა ლუმპურში აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შორის შეხვედრა გაიმართა. მოლაპარაკებები სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოცირების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში ჩატარდა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×