რეზონანსი
10.07.2025

"მსურველთა კოალიცია" რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს გაზრდის და უკრაინის ეკონომიკურ და სამხედრო მხარდაჭერას გააგრძელებს. ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტი, ალექსანდერ სტუბი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

"უკრაინის მხარდამჭერი "მსურველთა კოალიციის" სასარგებლო შეხვედრა იყო, 30 მოკავშირესა და პარტნიორთა ერთად, რომელშიც პირველად იღებდნენ მონაწილეობას შეერთებული შტატების წარმომადგენლები. მადლობა, კირ სტარმერ და ემანუელ მაკრონ, თქვენი ლიდერობისთვის.

დასკვნები ცხადია: უკრაინისთვის უსაფრთხოების ზომების დაგეგმვა მზად არის. ერთად, ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის ეკონომიკურ და სამხედრო მხარდაჭერას. გავზრდით რუსეთზე ეკონომიკურ ზეწოლას, მათ შორის სანქციებს, რათა ვაიძულოთ ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმება და მოლაპარაკების მაგიდასთან დავსვათ", - წერს სტუბი.

ცნობისთვის, 10 ივლისს რომში გამართულ "მსურველთა კოალიციის" შეხვედრაში აშშ-ის წარმომადგენლებმა პირველად მიიღეს მონაწილეობა, კერძოდ კი უკრაინის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელმა, კიტ კელოგმა და რუსეთის წინააღმდეგ სასანქციო კანონპროექტის ავტორებმა, სენატორებმა ლინდი გრემმა (რესპუბლიკური პარტია) და რიჩარდ ბლუმენთალმა (დემოკრატიული პარტია).

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×