რეზონანსი
10.07.2025

შეუძლებელია, ევროპა იყოს იქ, სადაც წამების სისტემის შემქმნელი დიქტატორის სასჯელისგან გათავისუფლებას ითხოვენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

შალვა პაპუაშვილი ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ სოციალურ ქსელში დღეს გავრცელებულ სტატუსს, სადაც რეზოლუციაში მისი გათავისუფლების მოხსენიებისთვის რასა იუკნევიჩიენესა და ევროპარლამენტარებს მადლობას უხდის.

„პოლიტიკური კლიენტელიზმი აშორებს ევროკავშირს საბაზისო ევროპული ღირებულებებისგან, როგორებიცაა ადამიანის უფლებების პატივისცემა და სამართლის უზენაესობა“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×