რეზონანსი
09.07.2025

საქართველოს პროკურატურამ ყვარელში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 6 ივლისს, ყვარელში, წარსულში ნასამართლევმა ბრალდებულმა დანით მრავლობითი დაზიანებები მიაყენა ერთ პირს, ხოლო შემდეგ ასევე დაზიანებები მიაყენა შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელს, რომელიც ვითარების განმუხტვას ცდილობდა.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის ,,ვ“ და ,,ლ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ხულიგნური ქვენაგრძნობით, ჩადენილი ორი პირის მიმართ) და 238-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით (ცივი იარაღის ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×