რეზონანსი
09.07.2025

რუსეთმა და უკრაინამ მემორანდუმების განხილვა უნდა დაიწყონ და ეს რთული პროცესი იქნება, - ამის შესახებ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.

„იცით, რომ გარკვეული სამუშაო უკვე გაწეულია - მოლაპარაკებების ორი ძალიან რთული რაუნდი ჩატარდა. ჩვენ ველით, რომ მესამე გაიმართება და დიალოგი გაგრძელდება. ჩვენ ჯერ კიდევ უნდა დავიწყოთ იმ მემორანდუმების განხილვა, რომლებიც გავცვალეთ. ეს ასევე ძალიან რთული პროცესი იქნება და პროცესი, რომელიც ერთ ღამეში ან ერთ დღეში არ დასრულდება", - აღნიშნა პესკოვმა.

მისი თქმით, რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი მოლაპარაკებები კიევის ინტერესებშია, რადგან ადგილზე არსებული ვითარება ყოველდღიურად იცვლება უკრაინული ძალების საზიანოდ.

„თქვენ იცით, რომ რუსეთი უკრაინული მხარისგან მესამე რაუნდის ჩატარების წინადადების წარდგენას ელის. ეს უკრაინული მხარის ინტერესებში უნდა შედიოდეს, რადგან ადგილზე ვითარება ყოველდღიურად იცვლება. ჩვენ ყოველ დღე წინ მივდივართ, უკრაინულ მხარეს ახალ რეალობასთან შეგუება მოუწევს", - განაცხადა პესკოვმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×