რეზონანსი
08.07.2025

 "უვიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმებაზე სრული პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და მის პარტიაზეა" - რასა იუკნევიჩიენე

ვინ იფიქ­რებ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო - ერთ დროს დე­მოკ­რა­ტი­ის მედ­რო­შე არა მხო­ლოდ რე­გი­ონ­ში, არა­მედ აღ­მო­სავ­ლეთ პარტნი­ო­რო­ბის ქვეყ­ნებ­ში - ლუ­კა­შენ­კოს სტი­ლის ავ­ტოკ­რა­ტი­ად იქ­ცე­ო­და? , - ამის შე­სა­ხებ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარ­მა რასა იუკ­ნე­ვი­ჩი­ე­ნემ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში სა­ქარ­თვე­ლოს სა­კი­თხის გან­ხილ­ვი­სას გა­ნა­ცხა­და.

ამას­თან, ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რის თქმით, ხე­და­ვენ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ბრძო­ლას და აღი­ა­რე­ბენ მათ ცხად სურ­ვილს, გა­აგ­რძე­ლონ სვლა ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბის­კენ.

„ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა, მაგ­რამ სა­ვა­რა­უ­დოდ, შე­სა­ფე­რი­სი დამ­თხვე­ვაა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას იმა­ვე სა­ღა­მოს გან­ვი­ხი­ლავთ, რო­გორც ბე­ლა­რუსს. ვინ იფიქ­რებ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო - ერთ დროს დე­მოკ­რა­ტი­ის მედ­რო­შე არა მხო­ლოდ რე­გი­ონ­ში, არა­მედ აღ­მო­სავ­ლეთ პარტნი­ო­რო­ბის ქვეყ­ნებ­ში - ლუ­კა­შენ­კოს სტი­ლის ავ­ტოკ­რა­ტი­ად იქ­ცე­ო­და? რომ დღეს ვი­ლა­პა­რა­კებ­დით არა მხო­ლოდ ბე­ლა­რუ­სებ­სა და ლუ­კა­შენ­კოს პა­ტიმ­რებ­ზე, არა­მედ სა­ქარ­თვე­ლო­სა და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პა­ტიმ­რებ­ზე?..

ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბი­სა და ევ­რო­კავ­ში­რის ელ­ჩე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გაც ივა­ნიშ­ვი­ლის რე­ჟი­მის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მხრი­დან თავ­დას­ხმებ­მა მხო­ლოდ გა­აძ­ლი­ე­რა ჩვე­ნი სა­ერ­თო პო­ზი­ცია. გვეს­მის, რომ ეს გან­ცხა­დე­ბე­ბი არ ასა­ხავს ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ხედ­ვებს. ვხე­დავთ მათ ბრძო­ლას და ვა­ღი­ა­რებთ მათ ცხად სურ­ვილს, გა­აგ­რძე­ლონ სვლა ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბის­კენ," - გა­ნა­ცხა­და იუკ­ნე­ვი­ჩი­ე­ნემ.

იუკ­ნე­ვი­ჩი­ე­ნემ აღ­ნიშ­ნა, რომ "საკ­ვან­ძო ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი ლი­დე­რე­ბის და­პა­ტიმ­რე­ბის გამო არ­ჩევ­ნე­ბი [2025 წლის ად­გი­ლობ­რი­ვი არ­ჩევ­ნე­ბი] არ შე­იძ­ლე­ბა თა­ვი­სუფ­ლად და სა­მარ­თლი­ა­ნად ჩა­ით­ვა­ლოს" და ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რებს რე­ზო­ლუ­ცი­ა­ში ამის შე­სა­ხებ შეს­წო­რე­ბის მხარ­და­ჭე­რა შეს­თა­ვა­ზა, ისე­ვე რო­გორც მზია ამაღ­ლობ­ლის შე­სა­ხებ შეს­წო­რე­ბის.

"სა­ქარ­თვე­ლოს უვი­ზო რე­ჟი­მის შე­საძ­ლო გა­უქ­მე­ბა­ზე სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ივა­ნიშ­ვილ­სა და მის პარ­ტი­ა­ზეა. უვი­ზო მოგ­ზა­უ­რო­ბა დე­მოკ­რა­ტი­ულ ქვეყ­ნებს ეძ­ლე­ვა და არა რე­ჟი­მებს, რომ­ლე­ბიც მო­ქა­ლა­ქე­ებს პო­ლი­ტი­კუ­რი მი­ზე­ზე­ბით აპა­ტიმ­რე­ბენ", - გა­ნა­ცხა­და იუკ­ნე­ვი­ჩი­ე­ნემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×