
გორში პოლიცია იმ ავტომანქანას ეძებს, საიდანაც გასროლა მოხდა. სადგურის დასახლებაში სუპერმარკეტ ,,ჯინოს" მფლობელის მანქანა დაცხრილეს. დამტვრეულია კიდევ ერთი მანქანა, რომელსაც სავარაუდოდ, თავდამსხმელები ინერციით დაეჯახნენ.
ადგილობრივმა მცხოვრებლებმა "ქართლია მაბებს" უთხრეს, რომ გაიგეს დაახლოებით 8 გასროლის ხმა:
,,მე ეზოში ვიყავი. გარეთ იყო ხალხი. დედა პატარა შვილს ეუბნებოდა, რომ თავი არ აეწია. როცა მიწყნარდა, მერე შევიდნენ ისინიც სახლში. ვის ესროლეს, არ ვიცით. დაახლოებით 8 გასროლის ხმა გავიგე", - გვითხრეს სადგურის დასახლებაში.
შემთხვევა კეცხოველის ქუჩაზე მოხდა.