რეზონანსი
26.06.2025

ხანძრის შედეგად პანკისის ხეობაში, სოფელ ბირკიანში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. არსებული ინფორმაციით, ხანძრის დროს შენობაში 17 წლის ბიჭი იმყოფებოდა, რომელმაც სახის არეში დამწვრობა მიიღო.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო სამაშველო ეკიპაჟები, თუმცა ერთსართულიანი სახლი მთლიანად დაიწვა.

წინასწარი ვერსიით ხანძრის გაჩენა, სავარაუდოდ, გაუმართავმა ელექტროგაყვანილობამ გამოიწვია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×