
"ერთიანობის ფორმულა არის აბსოლუტურად ყველა... ყველა უნდა გავერთიანდეთ," - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.
ელენე ხოშტარიამ ასევე აღნიშნა, რომ არ აქვს მნიშვნელობა დაბრუნდება თუ არა გიორგი გახარია ქვეყანაში, სადაც არის იქიდან იმუშაოს საქართველოს ინტერესებისთვის და იყოს ერთიანობის ნაწილი.
ერთიანობის ფორმულა არის აბსოლუტურად ყველა და მე ვხედავ როგორ, ეს არის პრეზიდენტი, ყველა პოლიტიკური პარტია. მე პირდაპირ ვაცხადებ, ის პარტიებიც კი რომლებთანაც გვქონია კამათი, რომლებიც დაბრუნდებიან არაღიარების რეჟიმში, ყველა უნდა გავერთიანდეთ. პლუს აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც არიან ბრძოლის ველზე და რომელთა ზურგზე გადადის მთელი ეს პროტესტი.
ამათი, ყველას ერთიანობა უნდა იყოს, როგორც საერთო სახალხო წინააღმდეგობის, სიტყვები უკვე მართლა ზოგჯერ ყელში ამოგვდის, პლატფორმა, წინააღმდეგობა, იცვითება ბევრი რამე, მაგრამ არსებითად ეს უნდა იყოს, რომ აბსოლუტურად ყველა, ვინც ვმონაწილეობთ.
იგივე მე არ ვიცი, გახარია რას აპირებს, მაგრამ ვერ წარმომიდგენია, რომ იქიდან გახარია არჩევნებზე. იმედი მაქვს, რომ ჩამოვყალიბდებით. არ აქვს მნიშვნელობა, ნუ დაბრუნდება [გიორგი გახარია]. იქ იმუშაოს საქართველოს ინტერესებისთვის. მე არ მაქვს ბევრი სიმპათია, მაგრამ არც ჯინი მაქვს მისი.
ამიტომ ყველამ, ვისაც შეუძლია ფუნქცია შეასრულოს ამ რუსულ რეჟიმთან დაპირისპირების, ყველამ უნდა განისაზღვროს ეს ადგილი და ორგანიზებულად უნდა გადაწყდეს, რომ მართლაც გადავდივართ ბრძოლაზე," - განაცხადა ხოშტარიამ.