
გერმანიაში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ქართველი ემსხვერპლა. როგორც "გურია ნიუსს" მიაწოდეს ინფორმაცია, ავტოსაზგაო შემთხვევა გუშინ მოხდა. ერთ-ერთი გარდაცვლილი, 49 წლის მამაკაცი სამეგრელოდანაა.
"საშინელებაა. პროზექტურაში ცხედრები ძლივს ამოიცნეს. როგორც ცნობილია, ავტომობილს, რომელსაც, სავარაუდოდ, ქართველი მართავდა, საბურავები გაუსკდა და მეორე ავტომობილს შეეჯახა.
უცნობია, როდის მოხდება მათი გადმოსვენება სამშობლოში”, - განაცხადა გერმანიაში მყოფმა ქართველმა.
ინფორმაციას დაადასტურა მერის წარმომადგენელმა იმ სოფლიდან, საიდაც ერთ-ერთ გარდაცვლილი იყო.
წყარო: გურია ნიუსი