რეზონანსი
26.05.2025

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სოციალური ქსელით ეხმიანება საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალა" თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე. დეპუტატი საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და დასძენს, რომ საქართველოს თავისუფლება განმტკიცებული უნდა გადაეცეს მომავალ თაობებს.

„გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! უკვე სამ ათეულ წელზე მეტია ქართველი ხალხი ზეიმით აღვნიშნავთ ჩვენი სისხლით და ბრძოლით მოპოვებულ დამოუკიდებლობას. ამ მონაპოვარს შენარჩუნება უნდა. ბრძოლით მოპოვებულ თავისუფლებას ბრძოლითვე უნდა შენარჩუნება და სწორედ ამ ბრძოლას გავდივართ დღეს საქართველოს სრული სუვერენიტეტისთვის. ეს ბრძოლა მძიმეა, მაგრამ ღირსეული. საუკუნეებია მოგვაქვს საქართველოს თავისუფლება და ეს განმტკიცებული უნდა გადავცეთ მომავალ თაობას! გილოცავთ ყველა ქართველს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! ეს დღე ჩვენია!", - წერს დიმიტრი ხუნდაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×